2014-12-22 00:08:08, 1578 ნახვა
საზოგადოება
მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად ორი ობიექტი საკუთრებაში გადაეცა
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად საკუთრებაში გადასცა ორი ობიექტი – ლესელიძის #41 მდებარე შენობა-ნაგებობა, II სართულზე და მანსარდში არსებული 423.34 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი, – ამის შესახებ „ლიბერალის“ მიერ ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული.
რაც შეეხება მეორე ობიექტს, ეს არის თბილისში, ნორიოს აღმართის #36-ში (კუკიის სასაფლაო) არსებული 108,49 კვ.მ ვერანდა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 10 დეკემბერით თარიღდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან