15:26 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-09 15:16:06, 3918 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ

საჭიროა, ახალი პარტიები უნდა გამოჩნდნენ, საზოგადოებაში ამის მოთხოვნაა - ამის შესახებ განცხადება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა facebook ლაივში მოქალაქის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. 

ზურაბიშვილი იქვე განმარტავს, რომ ახალი პარტიების გაჩენის და ფორმირების პარალელურად, "მთავარი ბრძოლაა მოსაგები", რისთვისაც ზურაბიშვილის თქმით, მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს.

მე ვფიქრობ, რომ საჭიროა, რომ ახალი პარტიები გამოჩდნენ, იმიტომ, რომ რეალურად საზოგადოებაში არის ამის მოთხოვნა. ეტაპებია მანამდე სანამ გამოჩნდება საზოგადოებას რომელი პარტია უფრო მოსწონს. სანამ ამ ეტაპამდე მივალთ, ეს პარტიები უნდა გამოჩდნენ, დაარსდნენ, მაგრამ სანამ ამ ეტაპამდე მივალთ, უნდა მოვიგოთ პირველი ბრძოლა და ეს პირველი ბრძოლა მოითხოვს, რომ ახალი პარტიები, ძველი პარტიები, პროტესტის ხალხი, საზოგადოება, რომელიც ჯერჯერობით პასიურია, მაგრამ უნდა გაქტიურდეს, ყველა ერთად ჩაებან ამ ერთობლივ ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია საქართველოს აგდარჩენა გარუსებისგან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics