18:04 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-27 12:11:05, 959 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების კარის ბიზნესმენი, ოკუპირებული დონეცკიდან ქვანახშირისა და ლითონის შემოტანას გეგმავს

რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოებში გამოჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ე.წ. დონეცკის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქვანახშირისა და ლითონის ექსპორტის შესახებ.

დონეცკის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ჩერტკოვმა საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივაზე საუბრისას თქვა, რომ უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება ქართულ კომპანია “George Oil Limited”-თან, რომელიც რუსული სააგენტოების მტკიცებით, "საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და რეგულარულად იგებს ტენდერებს სამთავრობო უწყებებისთვის საწვავის მიწოდების მიზნით.”

ვალერიანე ქოჩიაშვილი "პირველების" შეკითხვას იმის შესახებ, საქმის კურსშია თუ არა "ოცნება", რომ მისმა კომპანიამ ოკუპირებულ დონეცკთან სავაჭრო შეთანხმება დადო.

გავაფრთხილებ "ქართულ ოცნებას", რომ დამეხმარონ, თორემ მაგათ ყურებს დავაჭრი ყველას, ივანიშვილსაც ყურებს დავაჭრი, - ამბობს ბიზნესმენი "პირველებთან" სატელეფონო საუბარში. 

“ეს მხოლოდ დასაწყისია ორ რესპუბლიკას შორის ახალი სავაჭრო ურთიერთობებისა”, - წერენ რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტოები და ქართულ კომპანიას ენერგორესურსებით გამოცდილ მოვაჭრედ და ადგილობრივი ბაზრის დიდ მოთამაშედ წარმოაჩენენ.

„ჯორჯ ოილ ლიმიტედი“ ქართული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია საერთაშორისო ვაჭრობაში, მათ შორის ენერგეტიკაში (არ აგვერიოს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“, რომელიც გაზის მოძიებითა და ტრანსპორტირებით არის დაკავებული). 2025 წლის აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე კომპანიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს მრეწველებისა და მეწარმეების საერთაშორისო კონგრესთან, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ მიწოდებას რუსეთის შორეული აღმოსავლეთის კომპანიებთან.”

“კომპანია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და რეგულარულად იგებს ტენდერებს სამთავრობო უწყებებისთვის საწვავის მიწოდების მიზნით.”

ქოჩიაშვილი ყოფილი სამხედროა, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2025 წლის მაისში მოექცა, როცა ბათუმში მყოფ გერმანიის ელჩს და მის ცოლს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მერე კი ვიდეო ჩაწერა, სადაც პიტერ ფიშერს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics