15:45 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-29 00:58:42, 39555 ნახვა

Lifestyle
რა თანხა გამოიმუშავა ჯასტინ ტიმბერლეიკმა თბილიში გამოსვლით?

ამერიკელი მომღერლის კონცერტი გასულ კვირას გაიმართა და ბილეთები სრულად გაიყიდა - დინამო არენას დაახლოებით 55 000 ადამიანი ესტუმრა. კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის თქმით, შემსრულებლის გამო დედაქალაქში დაახლოებით 20 ათასი ტურისტი ჩავიდა.

„ბიზნეს პრეს ნიუსმა“ შეისწავლა წარმოდგენის ფინანსური ასპექტები და ორგანიზატორებისა და შემსრულებლის სავარაუდო შემოსავალს ავრცელებს.

ამგვარად, ბილეთების გაყიდვიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი შესაძლოა სულ მცირე 11 მილიონი დოლარი ყოფილიყო. ეს, სავარაუდოდ, კონცერტის დროს საქონლის გაყიდვისა და სხვა შემოსავლის გათვალისწინების გარეშეა.

Celebrity News-ის ცნობით, ტიმბერლეიკმა ჰონორარის სახით 2-დან 5 მილიონ დოლარამდე მიიღო. ზუსტი თანხა დამოკიდებულია ხელშეკრულების პირობებზე - ბილეთების გაყიდვაზე, დასწრების მონაცემებსა და სხვა მსგავს დეტალებზე.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის ბილეთები საქართველოსთვის რეკორდულ დროში გაიყიდა. ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით ვებსაიტებზე განთავსდა ბილეთების 2-3-ჯერადი ფასნამატით გასაყიდად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics