19:57 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-24 14:28:55, 4010 ნახვა

სამხედრო
მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება - ETERNITY 2024 დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლების - ETERNITY 2024 გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
 
უწყების ცნობით, სწავლების საშტაბო და საველე კომპონენტებში სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

"თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ  სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სწავლების წარმატებით აღსრულება უსურვა.

სწავლების სცენარის მიხედვით, ვაზიანის საწვრთნელ რაიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და რეგიონის ეკონომიკური  პროექტების დაცვა გათამაშდება.

ETERNITY 2024 მრავალეროვნულ გარემოში უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საგანგებო სიტუაციების დროს კომუნიკაციის დახვეწას, ასევე რისკების მართვასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics