|
2023-07-15 18:01:16, 1747 ნახვა
სამხედრო
დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა
წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. თავდაცვის უწყების ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, კარლო ლაბაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. "კვირეულის ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლებისათვის კონცერტი გაიმართა. დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა საქართველოს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტრო მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესს, სპორტული აქტივობების განხორციელებას, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მათ ჩართულობას აქტიურად უჭერს მხარს",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)