10:22 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 16:37:17, 1466 ნახვა

რეგიონი
ხუცუბანში 500 ოჯახს წყლის მიწოდების პრობლემა მოეხსნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ სურმანიძემ სოფელ ქვედა სამებაში სასმელ-სამეურნეო წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული ღონისძიება ორ ეტაპად განხოციელდა. გასულ წელს წყლის სათავე ნაგებობა  და ცენტრალური ქსელი მოეწყო, ხოლო ამ ეტაპისთვის სასმელ-სამეურნეო წყლის სისტემის შიდა დაქსელვა და გამრიცხველიანება მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“ აწარმოებს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 438 750 ლარია გამოყოფილი.

ინფრასტრუქტურული პროექტი შემოდგომაზე დასრულდება, რომლის შემდეგაც ხუცუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება და 500 ოჯახი  სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
ტრამპმა განაცხადა, რომ ორბანის არჩევნებში დამარცხება არ აწუხებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics