00:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 12:41:18, 1331 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის გამგეობამ ალბინა ქარჩავას ძვირადღირებული მედიკამენტები შეუძინა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ შუახნის ქალბატონს, ალბინა ქარჩავას ძვირადღირებული მედიკამენტები შეუძინა.

გამგეობის ინფორმაციით, ალბინა ქარჩავა ქრონიკული ასთმითაა დაავადებული და მუდმივად საჭიროებს ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში ნონა ესებუამ ბენეფიციარს პირადად გადასცა 250 ლარის ღირებულების მედიკამენტები და გამოჯანმრთელება უსურვა.

„ქარჩავების ოჯახი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მიუხედავად სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ ირიცხება. ოჯახის უფროსი მეორე ჯგუფის ინვალიდია. მუნიციპალიტეტის გამგეობა ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან უშუამდგომლებს, რათა შესწავლილ იქნეს ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამედიცინო მომსახურეობა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამით სარგებლობა ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობას შეუძლიათ, რომლებიც არ შედიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეთა კატეგორიაში და არ აქვთ სადაზღვევო კომპანიის პოლისი, ასევე ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც გააჩნიათ სამედიცინო დაზღვევა, მაგრამ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურეობა არ შედის სადაზღვევო პაკეტში.

ბენეფიციარები რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო მომსახურეობას, მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა წარუდგინონ ფორმა ასი, პირადობის მოწმობის ასლი და კალკულაცია კონკრეტულ მედიკამენტზე თუ სამედიცინო მომსახურეობაზე“, - აცხადებენ ზუგდიდის გამგეობაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics