22:59 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 18:26:36, 20091 ნახვა

კულტურა
სეულში, მსოფლიოში უდიდესი ანომორფული ილუზიის ნიმუში შექმნეს (იხილეთ ვიდეო)

ეს ჰიპერრეალისტური ტალღები, აკვარიუმის კედლებს რომ ეხეთქება, სააგენტო D’strict-ის ციფრული ჯადოქრობაა, რომელსაც „Public Media Art #1 WAVE“ ჰქვია. ეს პროექციული უჩვეულო “აკვარიუმი” სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, Coex K-Pop-ის მოედანზე მდებარეობს და მსოფლიოს უდიდეს ანამორფულ ილუზიად მიიჩნევა, თუმცა ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ამ ტალღის ხმას გაიგებთ თუ მიმდებარე ტერიტორიაზე გაივლით.

ციფრული ბილბორდი 80,1 მეტრი სიგანისა და 20,1 მეტრი სიგრძისაა. The Korea Herald-ის ცნობით, ის სეულის კალათბურთის მოედნის ზომას ოთხჯერ აღემატება.

D’strict ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს. სტუდიამ გამოიყენა ანამორფული ილუზიის მეთოდების მთელი სერია, მასიური ტალღების ვიზუალური ეფექტების შესაქმნელად. ეფექტები მუშაობს იმგვარად, რომ განსაზღვრულია კადრის სიღრმე ხედვის კუთხეების მიხედვით.









ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics