18:04 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-04 11:11:01, 3707 ნახვა

კულტურა
რუმინეთში „ვეფხისტყაოსნის" რუმინულენოვანი თარგმანი გამოიცა

შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილის აღსანიშნავად, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით „ვეფხისტყაოსნის" რუმინულენოვანი თარგმანი გამოიცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წიგნის პრეზენტაცია ბუქარესტში მიმდინარე ყოველწლიური წიგნის ფესტივალის "Bookfest"-ის ფარგლებში გაიმართა.

გამოცემა რუმინელ მკითხველს წარუდგინეს რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ, რუმინეთში მოღვაწე ქართველმა პოეტმა და მთარგმნელმა ზაირა სამხარაძე-კალჩიუმ და გამომცემლობა „ePublishers"-ის დირექტორმა, პროფესორმა ვასილე პოენარუმ.

გამოცემაში გამოყენებულია "წერეთლისეული ვეფხისტყაოსნის" მინიატურები (17-18 საუკუნეები), რომელთა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის მიერ სპეციალურად ამ გამოცემისთვის იქნა მიწოდებული.

აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსანი" რუმინეთში პირველად 1956 წელს გამოიცა და ნაწარმოების პირველი თარგმანი გამოჩენილ რუმინელ მწერალსა და მთარგმნელს ვიქტორ კერნბახს ეკუთვნის.​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics