08:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 21:31:22, 1494 ნახვა

ეკონომიკა
კალაძე უარყოფს, რომ სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას რუსეთი დააფინანსებს

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ინფორმაციით, სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში არ შესულა. - ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ენერგეტიკის მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ამ პროექტში რუსული ინვესტიცია ჩაიდება.

რუსულმა და აფახაზურმა მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ სუფსაში ენერგეტიკული ჰაბის მშენებლობაში რუსეთი მიიღებს მონაწილოებას. sukhum-moscow.ru ამ ინიციატივაზე პროექტის ავტორის, გია ჭანტურიაზე, დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 17 მილიარდი დოლარია და ინვესტორების მოზიდვა როგორც რუსეთიდან, ისე დასავლეთიდან იგეგმება.

გია ჭანტურიაზე დაყრდნობით  გაზეთი წერს, რომ პროექტი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ამერიკული კომპანიების მონაწილეობით იქნა შემუშავებული. თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ განხორციელდა.

რუსული მედია კი არ გამორიცხავს, რომ ქარხნის მშენებლობა სუფსაში სექტემბერში დაიწყოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics