18:21 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-01 19:39:42, 3764 ნახვა

პოლიტიკა
ირანის საგარეო უარყოფის ტრამპის განცხადებას, რომ თეირანმა ვაშინგტონს ზავი სთხოვა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ თეირანმა ვაშინგტონს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა.

შესაბამისი განცხადება ტრამპმა სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა და დაწერა, რომ "ირანის ახალმა პრეზიდენტმა" აშშ-ს ზავი სთხოვა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპს არ დაუსახელებია, ვის გულისხმობს, მაგრამ ირანის პრეზიდენტს ახასიათებს როგორც ნაკლებად რადიკალიზებულს და გაცილებით ჭკვიანს.

„ირანის რეჟიმის ახალი პრეზიდენტი ნაკლებად რადიკალიზებულია და წინამორბედებისგან ბევრად ჭკვიანი. მან ცოტა ხნის წინ მან შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის თხოვნით მიმართა. ამ საკითხს მას შემდეგ განვიხილავთ, რაც ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, იქნება თავისუფალი და სუფთა. იქამდე კი, ირანის განადგურებას გავაგრძელებთ, ან როგორც ამბობენ, გავაგრძელებთ ქვის ხანაში მის დაბრუნებას“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics