|
2026-01-18 22:55:45, 3125 ნახვა
სხვადასხვა
ირანელი მომიტინგე ერფან სოლტანი, პატიმრობაში ყოფნისას ცემით მოკლეს
ირანელი მომიტინგე ერფან სოლტანი, რომლის სიკვდილით დასჯა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩარევის შემდეგ დროებით შეჩერდა, პატიმრობაში ყოფნისას ცემით მოკლეს. ამის შესახებ გამოცემა i24NEWS იუწყება. სოლტანი ერთ-ერთი იმ ახალგაზრდა დემონსტრანტთაგანი იყო, რომელსაც ირანის სასამართლომ „ღვთის წინააღმდეგ ომის“ ბრალდებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მისი საქმე საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth Social საჯაროდ ახსენა სოლტანის სახელი და ირანის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მისი და სხვა მომიტინგეების სიკვდილით დასჯას მძიმე შედეგები მოჰყვებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)