14:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-08 14:27:19, 4658 ნახვა

კულტურა
ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ჟურნალისტებს, მარია რესას და დმიტრი მურატოვს გადაეცათ

 

2021 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში  ორ ჟურნალისტს გადაეცა , ესენი არიან რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს, დმიტრი მურატოვსა და ფილიპინური გამოცემა „Rappler“-ის დამფუძნებელს, მარია რესას. მათ პრემია  "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვაში გაწეული ძალისხმევისთვის, რაც რაც ფუნდამენტურია დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობისათვის" მიიღეს

 როგორც ნობელის ნორვეგიის კომიტეტის ხელმძღვანელმა  განაცხადა, მურატოვი მიუხედავად ყველაფრისა იცავადა ჟურნალიტების უფლებბს და ობიექტურობას.

 

„მიუხედავად თანამშრომლების მკვლელობისა და მუქარებისა, ნოვაია გაზეტას მთავარ რედაქტორს დმიტრი მურატოვს უარი არ უთქვამს გაზეთს დამოუკიდებელ პოლიტიკაზე. ის თანმიმდევრულად იცავდა ჟურნალისტების უფლებებს", - განაცხადა ნობელის ნორვეგიის კომიტეტის ხელმძღვანელმა. ბერიტ რეის-ანდერსენმა ასევე აღნიშნა, რომ მურატოვს უწევს მუშაობა იმ პირობებში, როცა მის ქვეყანაში მედიაზე ზეწოლა იზრდება.

რაც შეეხება, მარია რესას, ის უშუშრად იცავდა სირტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

„როგორც ჟურნალისტმა და გამოცემა „Rappler“-ის დამფუძნებელმა მარია რესამ თავი დაიმკვიდრა, როგორც სიტყვის თავისუფლების უშიშარმა დამცველმა. „Rappler“ კრიტიკულად აშუქებდა დუტერტეს რეჟიმის სკანდალურ და სისხლიან კამპანიას ნარკოტიკების წინააღმდეგ", - განაცხადეს ნობელის კომიტეტში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics