22:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 20:02:30, 586 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ლიტვის დელეგაციას შეხვდნენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერები დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი კანდელაკი, აკაკი მინაშვილი და გიორგი ბარამიძე ლიტვის დელეგაციას შეხვდნენ.
დელეგაციის წევრებთან, რომლის შემადგენლობაშიც არიან ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი, ასევე ლიტვის პარლამენტის წევრი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აზუბალისი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩამოდიან ჩვენი მეგობრები, ამ შემთხვევაში ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ლიტვის ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათთან ერთად საშუალება გვაქვს ვიმსჯელოთ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე“, – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics