22:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 10:09:35, 1262 ნახვა

პოლიტიკა
15-17 იანვარს საქართველოს იოჰანეს ჰანი ეწვევა

15-17 იანვარს საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საგარეო უწყებაში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ელჩთან იანოშ ჰერმანთან.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ა.წ. 15-17 იანვარს საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის ვიზიტის პროგრამის დეტალებს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის წარმატებით და ნაყოფიერად განხორცილების უზრუნველსაყოფად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics