14:23 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-11 21:38:25, 4310 ნახვა

Lifestyle
პორნოგრაფიული ჟურნალ Hustler-ის დამფუძნებელი ლარი ფლინტი გარდაიცვალა

ამერიკული პორნოგრაფიული ჟურნალ Hustler-ის დამფუძნებელი ლარი ფლინტი 78 წლის ასაკში ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა. ოჯახის მიერ გაკეთებული განცხადება არ აზუსტებს ფლინტის გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზს. 
 1964 წელს გახსნა სტრიპტიზკლუბი დაიტონში, ოჰაიო. 1970 წლისთვის ის უკვე ფლობდა 8 კლუბს კოლუმბიაში, აკრონში, ტოლიდოში და კლივლენდში. 1974 წელს დააარსა ჟურნალი „ჰასტლერი“ (Hustler). ფლინტს ჩაფიქრებული ჰქონდა საკუთარი სტრიპტიზკლუბების სარეკლამო ფურცლის გავრცელება, რაც გადაიქცა ჟურნალად. თავდაპირველად, ჟურნალს არცთუ კარგი სტარტი ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ მისმა ტირაჟმა 3 მლნ-ს მიაღწია. 1976 წელს მან დააარსა კომპანია „Larry Flynt Publications“ 

ლარი ფლინტი ჩათრეული იყო მრავალრიცხოვან სასამართლო პროცესებში, რომლებიც იმართებოდა პორნოგრაფიის შეზღუდვის მომხრეებსა და გამოხატვის თავისუფლების დამცველებს შორის. 1978 წელს სასამართლოს შენობიდან გამოსულ ფლინტსა და მის ადვოკატს ესროლეს, რის გამოც ლარი ფლინტი დღემდე ინვალიდის ეტლით გადაადგილდება.

1988 წელს ფლინტი და მისი ადვოკატი, ალან აიზეკმანი იგებენ პროცესს აშშ უმაღლეს სასამართლოში, სადაც სასამართლომ აშშ კონსტიტუციია პირველ შესწორებაზე დაყრდნობით გაამყარა გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტიები.

1996 წელს გამოვიდა ფილმი ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ, რომელიც გადაიღო რეჟისორმა მილოშ ფორმანმა. ლარი ფლინტი მონაწილეობას იღებდა ამ ფილში მოსამართლე მიურეის როლში. იმავე წელს ფლინტი გამოსცემს ავტობიოგრაფიას «An Unseemly Man: My Life as a Pornographer, Pundit, and Social Outcast» 
2001 წელს მისი ქონება შეფასებულ იქნა 400 მილიონ დოლარად.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics