03:06 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-19 13:21:07, 949 ნახვა

სხვადასხვა
ინსპექტირებისას კომპანიებში აღმოჩენილი დარღვევები ძირითადად დამცავ აღჭურვილობასა და ტემპერატურის დაცვას ეხება

შრომის ინსპექტორების მიერ აღმოჩენილი დარღვევები საწარმოებში ძირითადად პერსონალურ დამცავ აღჭურვილობასა და ტემპერატურის დაცვას ეხება.

ამის შესახებ  შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა  დავით სერგეენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან შრომის ინსპექტირების სამსახურზე ისაუბრა.

მისივე თქმით, მინიტორინგისას არ გამოვლენილა შრომითი  ტრეფიკინგის, მათ შორის არასრულწლოვნების მუშაობის  არცერთი შემთხვევა.

„პირველი რასაც სამწუხაროდ ნაკლები ყურადღება ექცეოდა ეს არის პერსონალური დამცავი აღჭურვილობა. იქ სადაც, საჭირო არის ჩაფხუტი, დამცავი სათვალე, შუქამრეკლავი ჟილეტი და სპეციალური  ფეხსაცმელი, რომელიც იცავს ტრამვისგან. დარღვევის  და შენიშვნების პირველი ნაწილი სწორედ ამას მიეკუთვნება. ხარვეზების მეორე ნაწილი შესაბამის სამუშაო გარემოს ეხება, სადაც მნიშვნელოვანია ვენტილაცია, კონდინცირება.  გარემოს ტემპერატურის დაცვა, ასევე იყო შედარების უმნიშვნელო დარღვევა, როდესაც არ ხდებოდა შესაბამის ჟურნალში ხარვეზების დაფიქსირება, ანუ ხდებოდა დოკუმენტაციის დარღვევა.

სერგეენკოს თქმით, შრომის ინსპექტირების უმთავრესი პრიორიტეტებია შესაბამისი სამუშაო პირობები და შრომითი ტრეფიკინგი.

ამასთან,  როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა,  შრომის ინსპექტორები დარღვევის აღმოჩენისას კომპანიებს რეკომენდაციებს აძლევენ და გამოსასწორებლად დრო აქვთ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics