16:38 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-28 10:04:29, 1028 ნახვა

სპეციალური ანონსი
დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება

დღეს, 28 ოქტომბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 27 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მეხუთე პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, საზოგადოებას 19:00 საათზე დედაქალაქის მთავარ გამზირზე მისვლისკენ მოუწოდა. 

„მინდა, ყველას გითხრათ და მოგიწვიოთ 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთსაც გამოვუცხადოთ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები. ამ უფლებას არავის არ დავუთმობთ, ეს არის ჩვენი, ეს არის თქვენი და ჩვენ ამას ხვალ ერთად ვიტყვით“,- განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics