18:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 15:06:34, 1272 ნახვა

რეგიონი
ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში უანგარო დონაციის აქცია ჩატარდება

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში უანგარო დონაციის აქცია „გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“ ჩატარდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უანგარო დონაციის აქციაში მუნიციპალიტეტების გამგეობების, გამგეობებს დაქვემდებარებული სამსახურების, საკრებულოების თანამშრომლები და მოქალაქეები ჩაერთვებიან.

აქცია ხულოს მუნიციპალიტეტში 09:00 საათზე, შუახევის მუნიციპალიტეტში 15:00 საათზე დაიწყება.

სისხლი შპს მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსთვის შეგროვდება და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება. ბავშვებს ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში სისტემატურად ესაჭიროებათ ახალი სისხლისგან დამზადებული კომპონენტები (ერითროციტული მასა, ახლად გაყინული პლაზმა, თრომბოციტული მასა, თრომბოკონცენტრატი და სხვა).

აქციის ფარგლებში ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდება შემდეგი ანალიზები: სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი, ჰეპატიტი C, ჰეპატიტი B, აივ ინფექცია და სიფილისი.

უანგარო დონაციის აქცია აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics