15:49 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 14:46:00, 612 ნახვა

საზოგადოება
მაია კობახიძე: ახალი ბრძანებით, დირექტორს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება ეზღუდება

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ახალ ბრძანებას ეთანხმება.
როგორც პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საჯარო სკოლებში დისციპლინური სახდელები ახალი ბრძანების დამტკიცებამდეც არსებობდა.
თუმცა, მისივე თქმით, დამსაქმებლები ამ შინაგანაწესს ხშირ შემთხვევაში არ იყენებდნენ და მასწავლებლის გათავისუფლების უკიდურეს ფორმას მიმართავდნენ.
„დისციპლინური გადაცდომები და დისციპლინური სახდელები ახალი არ არის, ის შინაგანაწესში ისედაც იყო, თუმცა დამსაქმებლები ხშირ შემთხვევაში არ იყენებდნენ ამ პროცედურებს და მასწავლებლის  გათავისუფლების უკიდურეს ფორმას მიმართავდნენ. არ გადიოდნენ შენიშვნის, საყვედურის, სასტიკი საყვედურის ეტაპებს. ის, რაც კანონით რეგულირდება, უფრო მეტად გვაძლევს საშუალებას,  მასწავლებლები ეფექტურად დავიცვათ“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, ბრძანების მიხედვით პედაგოგების ნარკოდამოკიდებულება გაკონტროლდება.
 „ბრძანების მიხედვით არის დარეგულირებული შემდეგი: სკოლის ტერიტორიაზე იკრძალება სიგარეტის მოხმარება, მასწავლებელი არ უნდა იყოს ნარკოტიკის, ალკოჰოლის და სხვა ტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბრძანება რამდენად ობიექტურად ამოქმედდება. ჩვენ ბრძანებას ვეთანხმებით, რადგან ის დისციპლინურ კომიტეტს გააქტიურებს, სკოლებში მის როლს აამაღლებს. ამასთან დირექტორს ერთიპოვნულად გადაწყვეტილების მიღება შეეზღუდება“, – აღნიშნა მაია კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics