18:10 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-09 11:15:14, 1110 ნახვა

ეკონომიკა
თუ პროფესიის შეცვლა გსურს, ისწავლე BDO Academy-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით

ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც პროფესიის შეცვლა სურთ, საქართველოს ბანკი ახალ პროექტს ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში მათ შესაძლებლობას აძლევს, 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით ისწავლონ. 

პარტნიორ აკადემიებს შორისაა BDO Academy, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ გაიარონ კურსები ფინანსების (ACCA, IFRS, საგადასახადო კოდექსი), ბიზნესის (HR) და სხვა მიმართულებებით. კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს

ინიციატივის ფარგლებში, განაცხადების მიღება 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობს, ვებგვერდზე stipendia.bog.ge

BDO Academy არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO- ტრენინგებისა და განვითარების მიმართულება. სასწავლო ტრენინგ ცენტრი 2016 წლიდან კომპანიებსა და ინდივიდუალურ პირებს მაღალი სტანდარტის სასერტიფიკატო ტრენინგებს, კურსებსა და საერთაშორისო გამოცდებს სთავაზობს. BDO Academy-ის მისიაა გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება მათ, ვისაც პროფესიულ განათლებასა და კარიერაში წარმატების მიღწევა სურს. BDO- მიზანია, ხელი შეუწყოს ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების ჩამოყალიბებას და ხელმისაწვდომი გახდეს მაღალი სტანდარტების სასერტიფიკატო ტრენინგ პროგრამები, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფინანსები, მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, პიროვნული თვისებები და სააღრიცხვო და საოფისე პროგრამები. სასწავლო პროგრამები განკუთვნილია როგორც კორპორატიული, ასევე ინდივიდუალური მსმენელებისთვის.

 

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკებისაქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
კუპრაძე - არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი სწორი და მშვიდობიანი გზაა
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics