15:21 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-30 11:03:15, 1077 ნახვა

სპეციალური ანონსი
მერია - „შესაძლებლობების განვითარების და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის პროგრამის შესახებ“ ფორუმი გაიმართება

3 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა ფორუმი გაიმართება, რომელიც ორგანიზებულია „თბილისის მეტროს“ პროექტის ფარგლებში, EBRD-ის გრანტის მხარდაჭერით, „მწვანე კლიმატის ფონდის” მეშვეობით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის დაფინანსებით, 2016 წლიდან დღემდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მიმართულებით, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. ამჟამად, ბანკის მხარდაჭერით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „შესაძლებლობების განვითარების და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის პროგრამა“ მიმდინარეობს.

ფორუმის მიზანია, შეიქმნას ერთობლივი გარემო, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდება თბილისის მერიის  სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში უკვე განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე. ფორუმზე, მსჯელობა, ასევე, შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა საჭიროებებს, არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებსაც.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საერთაშორისო-საფინანსო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს, საშუალება ექნებათ ფორუმში მონაწილეობა დისტანციურად მიიღონ, რისთვისაც შეუძლიათ გამოიყენონ შემდეგი ბმული:

https://teams.microsoft.com/l/meetup-join/19%3ameeting_MjhlYjEwYTYtYjI2ZS00ZTVmLTliYTctZmUyNDAzMjQxYjAx%40thread.v2/0?context=%7b%22Tid%22%3a%229c8ed82e-b217-4d41-9f2a-85eb5028fd07%22%2c%22Oid%22%3a%2296f6f461-353e-4516-b602-c36c9e9d8ca3%22%

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics