16:05 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 13:14:22, 4592 ნახვა

Lifestyle
ლოს-ანჯელესში „გრემის“ 63-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

მუსიკალური პრემია „გრემი" შოუ-ბიზნესის სფეროში წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება. 

„წლის მუსიკალური ღამის" ტრიუმფატორად შეგვიძლია მომღერალი ბიონსე ჩავთვალოთ - მან გუშინ ჯამში 28 ჯილდო აიღო.

„და კვლავ იქმნება ისტორია. ბიონსემ ქალ შემსრულებლებში „გრემის" რეკორდი მოხსნა და ახლა მას მხოლოდ უნგრელი დირიჟორი გეორგ შოლტი უსწრებს, რომელმაც ერთხელ ერთდროულად 31 ჯილდო მოიპოვა",-ნათქვამია ორგანიზატორთა ღია წერილში.

21 წლის ნოა საირუსმა, მოლოდინების მიუხედავად, ვერც ჯილდო მიიღო და ვერც „პუბლიკის აღიარება" ჰპოვა, სამაგიეროდ მისმა კაბამ Schiaparelli-ს მოდის სახლისგან სოც.ქსელებში ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია.


პრემიის გარეშე არც ბილი ეილიში დარჩენილა, 19 წლის შემსრულებელმა „წლის ჩანაწერის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

Oscar de la Renta-ს ექსკლუზიურ კაბაში გამოწყობილმა ტეილორ სვიფტმა მისთვის ჩვეულ ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკალური ალბომი" ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა. 

კორეული პოპ ჯგუფი BTS წელს „გრემის" ნომინაციაზე წარადგინეს, თუმცა ამის მიუხედავად მათ ჯილდო არ ერგოთ. 


„ნომინაცია „გრემიზე" აღმოსავლური შემსრულებლებისთვის უკვე ძალიან დიდი წარმატებაა",-დაიწერა BTS-ის ინსტაგრტამზე.

შეიძლება ითქვას, რომ პრემიამ განსაკუთრებული აჟიოტაჟისა და მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა, ეს იხსნება იმით, რომ 2020 წელი განსაკუთრებული მუსიკალური წარმატებებით მსოფლიო პანდემიის გამო არ გამოირჩეოდა.

 









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics