20:12 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 11:17:37, 742 ნახვა

სამართალი
თაღლითობის ფაქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოს მთავარი ოფიცერი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, ერთერთ მეწარმეს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების და ყადაღის მოხსნაში თითქოსდა დახმარების გაწევის სანაცვლოდ,  მოტყუებით თაღლითურად  3 000 ლარი გამოართვა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics