23:24 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-23 17:56:14, 9280 ნახვა

სხვადასხვა
სადილი რობიკოსთვი ს- რუსთაველის თეატრთან სტურუას ბორში მოუმზადეს

"სადილი რობიკოსთვის" - რუსთაველის თეატრთან მსახიობებისა და მოქალაქეების ნაწილმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართა.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში რობერტ სტურუას “Кухня”-ს მოუწყობენ. მათი თქმით, ბორში უხორცოა, რაც “კულტურული დიეტის სიმბოლოა”.

“მობრძანდით და ერთად მოვუმზადოთ მაესტრო რობიკო სტურუას სადილი - კულტურული დიეტა, რომ მის მოსაქმებულს რაც შეიძლება ნაკლები სიმძაფრის სუნი აუვიდეს.” - წერია აქციის აღწერაში.

"ბატონო რობიკო, ბოლოს როდის იყავით დიეტაზე? მართალია! არასდროს ყოფილხართ, და ისიც ხომ იცით დიეტაში რასაც ვგულისხმობთ? ხომ გახსოვთ ბრეხტი, ბატონო რობიკო? და მაიაკოვსკი? პრინციპში რას გეკითხებით", - ამბობენ აქციის ინიციატორები.

რეჟისორი რობერტ სტურუა თბილისში ბოლო დროს განვითარებილ მოვლენებს ეხმაურება.

სტურუა Facebook-ის საკუტარ გვერდზე წერს, რომ საქართველო აღარ არსებობს.

"ბოროტმა სულმა გაიმარჯვა...ნაცისტები ზეიმობენ: საქართველო აღარ არსებობს", - წერს რეჟისორი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics