03:42 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-04 19:54:13, 1920 ნახვა

სხვადასხვა
"ცირკი ცხოველების გარეშე" - "რუსთაველის" მეტროსთან აქცია მიმდინარეობს

"ცირკი ცხოველების გარეშე" - ამ სახელწოდებით "რუსთაველის" მეტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორ "ექსპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოლი მეტრეველმა განუცხადა, დემონსტრანტები ცირკში ცხოველების გამოყენებას ეწინააღმდეგებიან.
ამასთან, ისინი ცირკში ცხოველების აკრძალვის მიზნით ხელმოწერებს აგროვებენ.
"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ცირკთან, სადაც ვაპეოტესტებდით ცირკში ცხოველების მონაწილეობას. მარშით გადმოვინაცვლეთ ფეხით მეტრო "რუსთაველამდე", ვაგროვებთ ხელმოწერებს. ჩვენ ვითხოვთ არა ცირკის გაუქმებას, არამედ ცირკში ცხოველების გამოყენების გაუქმებას. ცხოველები არ უნდა იყვნენ ცირკში. მათი ადგილი ბუნებაშია. ცხოველმა ერთი ილეთი მაინც რომ შეისწავლოს, ისინი იყენებენ ბასრ იარაღებს, ამწყვდევენ და აშიმშილებენ. რაც ყოველივე არის ჩვენთვის მიუღებელი და არის ცხოველების უფლებების დარღვევა", - აღნიშნა მოლი მეტრეველმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics