09:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 17:06:29, 751 ნახვა

ეკონომიკა
ინვესტორთა საბჭოს ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს

ინვესტორთა საბჭოს, რომელიც EBRD–სა და საქათველოს მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუფის ფარგებში შეიქმნება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.

ღარიბაშვილის განცხადებით, ივესტორთა საბჭოში 15 წევრი იქნება. მის შემადგებლობაში შევლენ, როგორც ქართული და უცხოური ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი, ასევე კერძო სექტორში განვითრების აქტიური საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წევრები. 

„ჩვენ რა თქმა უნდა მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ეს არის განსაკუთრებული ეტაპი ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში. ინვესტორთა საბჭო საქართველოს მთავრობასა და ბიზნესს  შორის შექმნის რეალობის ახალ პლათფორმას, ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

პრემიერის თქმით, მთავრობისთვის კერძო სექტორის განვითრების ხელშეწყობა პრიორიტეტულია. 

„მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგისა და თანაშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება ასევე უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქვეყანაში ხელსაყრელი, ანტიდისკრიმინაციული და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს არსებობისთვის.  მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს მთავრობა მოახდენს იმ კონკრეტული სფეროების იდენტიფიცირებას, რომლებშიც საქართველოს მთავრობის მოქმედებები და ევრობანკის მხარდაჭერა შესაძლებელს გახდის, ბიზნეს გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებას გავამახვილებთ იმ წინადადებებზე, რომლებსაც ბიზნეს საზოგადოება შემოგვთავაზებს. მათი განხილვა ინვესტორთა საბჭოს სხდომებზე მოხდება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics