16:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 18:41:38, 2217 ნახვა

Lifestyle
„ტოიოტამ“ ორი ახალი მოდელი დააანონსა

იაპონურმა კორპორაცია Toyota Motor-მა ავტომობილების ახალი მოდელების პრეზენტაცია დააანონსა. ავტომობილების ოფიციალური რელიზი და ჩვენება 25 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

პირველი ავტომობილი Toyota Century, რომლის პირველი მოდელი ჯერ კიდევ 1967 წელს იქნა წარდგენილი, სედანების სერიის მესამე თაობის წარმომადგენელი გახლავთ. აღნიშნული ავტომობილის შეძენას მომხმარებელი 2018 წლის ბოლოს შეძლებს, ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ საიტზე. VIP კლასის სედანი  Toyota Safety Sense P-ს უსაფრთხოების სისტემით აღიჭურვა, რაც მძღოლს ფარების შუქის გადართვისა და ექსტრემალური დამუხრუჭების შესაძლებლობას მისცემს. სედანში შემდეგი სისტემებია ინტეგრირებული : ქვეითთა ამოცნობის და კრუიზ-კონტროლი, მძღოლის ადგილის გვერდით სენსორული პანელი და სავარძლების მასაჟი.

25 ოქტომბერს "ტოიოტა" აგრეთვე სედანის პროტოტიპს ოთხკარიან Crown Concept-ს წარადგენს, რომლის მასიური გამოშვება 2018 წლის ზაფხულს იგეგმება. მისი გაბარიტებია : 4910 х 1800 х 1455 მმ, ბორბლების ბაზა : 2920 მმ, ხოლო ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია.

"ტოიოტას" მიერ გავრცელებული სურათებიდან ჩანს, რომ მწარმოებელმა ბამპერებისა და რადიატორის ბადე მთლიანად გადააკეთა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილი ITS Connect-ის სისტემით აღიჭურვა, რაც მას სხვა ავტომობილებთან "კომუნიკაციის" შესაძლებლობას აძლევს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics