16:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 12:06:03, 742 ნახვა

ეკონომიკა
კახი კალაძე: ბელარუსის ბიზნესკომპანიების მხრიდან დიდი დაინტერესებაა

„ბელარუსის საბაჟო კავშირში გაწევრიანება საქართველოსა და ბელარუსს შორის პარტნიორობას ხელს არ შეუშლის“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე–პრემიერმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს „თბილისი მერიოტში“ განუცხადა, სადაც საქართველო–ბელორუსის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს.
მისივე მტკიცებით, საქართველო–ბელარუსს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობაა და ამ ბისნეფორუმით ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.  
კალაძის თქმით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა მუდმივად იზრდება და ბელარუსის ბიზნეს კომპანიების მხრიდან ძალიანდ დიდი დაინტერესებაა, რომ საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციები განახორციელონ.
 „არამგონია ბელარუსის საბაჟო კავშირში გაწევრიანებამ რაიმე პრობლემა შეგვიქმნას. მეტიც,  შეიძლება უფრო ნაყოფიერიც და საინტერესოც იყოს. თქვენ იცით, რომ ჩვენი მიმართულება არის ევროკავშირი, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევუერთდეთ იმ ოჯახს, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია“,– აღნიშნა კალაძემ.  
ცნობისთვის, „თბილისი მერიოტში“ საქართველო–ბელორუსის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს, რომელიც ორი ქვეყნის სავაჭრო–სამრეწველო პალატის ორგანიზებით იმართება.
ფორუმი საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტებმა გახსნეს. მონაწილეებს სიტყვით მნიმართეს ბელორუსისა და საქართველოს ვიცე–პრემიერებმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics