12:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 18:06:39, 474 ნახვა

სამართალი
ბორჯომსა და ადიგენში არარეგისტრირებული შვიდი საამქრო აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, არარეგისტრირებული 7 საამქრო აღმოაჩინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილია ასევე, სხვადასხვა ჯიშის მრგვალი მორების უკანონო მოპოვებისა და უკანონო ტრანსპორტირების  ფაქტები, რომელთა  საერთო ოდენობამ 98 კუბური მეტრი შეადგინა.

უწყების ცნობით, არარეგისტრირებული სახერხი საამქროები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა  რაიონულ სასამართლოებში. 

გარემოსთვის მიყენებული ზიანი 6000 ლარს აღწევს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics