11:45 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 12:49:49, 508 ნახვა

სამართალი
ზვიად ქორიძე: პრეზიდენტს უვადო მსჯავრდებულები არ შეუწყალებია

დღეს შეწყალებულთა შორის უვადო მსჯავრდებულები არ ყოფილან.

ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უვადო მსჯავრდებულებმა შეწყალებუს კომისიას განცხადებით მიმართეს, თუმცა მათზე დადებითი რეკომენდაცია არ გაცემულა.

„ამ ეტაპზე საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 76 უვადო მსჯავრდებული იმყოფება და ბუნებრივია მათ მუდმივად აქვთ სურვილი და შესაძლებლობა შეწყალების კომისიას მომართონ. ამ 76 მსჯავრდებულიდან 8-ს აქვს საფუძველი, რომ დაწეროს განცხადება და კომისიაზე იყოს ის გატანილი. ანუ ესენი არიან მსჯავრდებულები, რომელთაც სასჯელის 15 წელზე მეტი მოიხადეს. კომისია ისევე განიხილავს უვადო მსჯავრდებულთა განცხადებებს, როგორც ნებისმიერი სხვა მსჯავრდებულების“,- აღნიშნა ქორიძემ.

ქორიძის განცხადებით, პრეზიდენტმა მარტში 4 უვადო მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 3 ქალბატონი.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში აღარ იყოს უვადო მსჯავრდებული ქალბატონი და სამივე შეიწყალა. მათ დაუდგინდათ გათავისუფლების ვადა და ისინი უვადო პატიმრები აღარ არიან“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics