2016-12-17 14:27:26, 1535 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ვცდილობთ, ალეპოში მყოფ ბავშვებს ჰუმანიტარული დახმარება მივაწვდინოთ, ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ცდილობს.
პრემიერის შეფასებით, ამით ქვეყანა განსაცდელში მყოფ ბავშვებს დაეხმარება.
"ჩვენ ვცდილობთ, გაერო-ს ოფისის მეშვეობით, როგორმე, რაიმე არხით, მივაწოდოთ ჰუმანიტარული დახმარება იქ ძალიან დიდ განსაცდელში მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ, ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება. ვეცდებით, ეს აუცილებლად გავაკეთოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი კვირიკაშვილი მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან