2016-12-16 14:54:51, 2475 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გვენეტაძე: მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და კონკურენციის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და კონკურენციის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებენ:
„არ უნდა დაგვავწიყდეს, რომ საქართველო იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა და თავიდან ნდობა ქართული ბანკებისადმი და საბანკო სისტემისადმი მცირე იყო . შეუძლებელი იყო თავიდანვე დაბალი პროცენტები ყოფილიყო, მაღალი პროცენტები რაც იყო, დრო და დრო მცირდება და იმედი მაქვს, კიდევ გაგრძელდება პროცენტების შემცირება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შენარჩუნდება მაკროეკონომიკური სტაბილურობა და იქნება კონკურენცია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამისთვის ეროვნული ბანკი ყვერლაფერს აკეთებს და გააკეთებს“,-განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან