14:10 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 13:39:31, 832 ნახვა

სამართალი
შსს 21 მარტის აქციის ორგანიზატორებთან კონსულტაციებს გამართავს

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, 21 მარტს დაგეგმილი აქციის დროს, უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება.

მისივე განმარტებით, შსს ხვალ გააკეთებს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზები დაიკეტება და სად იქნება შეფერხება.

ამასთან, მინისტრის თქმით, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აქციის ორგანიზატორებთან კონსულტაციები გაიმართება.

"არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ კონტრაქცია, რაც იგეგმება, მასთან შეხებაში არ იქნება, აქ უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება. როგორც განვაცხადეთ, ხვალ დამატებით გაკეთდება განცხადებები, თუ რა გზები დაიკეტება, სად იქნება შეფერხებები, სად შეიძლება გააჩერონ მანქანები, მათ ვინც ჩამოვლენ რეგიონებიდან - თუ ჩამოვლენ",-განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე 21 მარტს "ნაციონალური მოძრაობის" აქცია არის დაანონსებული. არსებული ცნობებით, აღნიშნული აქციის პარალელურად კონტრაქცია იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics