2016-09-23 17:28:15, 759 ნახვა
სამხედრო
ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრ „ბაზალეთზე“ სამეთაურო კურსი დასრულდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრ „ბაზალეთზე“ სამეთაურო კურსი დასრულდა. ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილემ, ვიცე-პოკოვნიკმა გიორგი მელითაურმა კურსდამთავრებულებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა და კურსის ხელმძღვანელებთან ერთად სერტიფიკატები გადასცა.
სამეთაურო კურსი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ეროვნული გვარდიის თხუთმეტი სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. კურსის მიზანი ლიდერის უნარ-ჩვევების, გუნდური მუშაობის და ჯგუფის მართვის პრინციპების გაუმჯობესებას წარმოადგენდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის, ესტონეთის თავდაცვის ლიგის და დანიის შიდა გვარდიის თანამშრომლობის ფარგლებში, სამეთაურო კურსი სასწავლო ცენტრ „ბაზალეთზე“ მესამედ ჩატარდა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან