2015-03-11 13:05:45, 393 ნახვა
პოლიტიკა
აბესაძე: მარგიშვილი „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელად ისე დაინიშნა, რომ სამომავლო გეგმებზე არ უსაუბრია
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელად ალექსანდრე მარგიშვილის დანიშვნას ხელი უკვე მოაწერა.
თუმცა, როგორც მან საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარგიშვილი თანამდებობაზე ისე დაინიშნა, რომ მას საკრებულოს დეპუტატებისთვის სამომავლო გეგმებზე არ უსაუბრია.
„მარგიშვილი „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელი უკვე გამხდარა, მაშინ როდესაც ის საზოგადოების წინაშე არ წამდგარა და შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია, არც მის წარსულ საქმიანობაზე, არც სამომავლო გეგმეზე, როდესაც ქამრების შემოჭერის პოლიტიკის პერიოდში ის აპირებს, რომ 2 მილიონი საკუთარ ხელფასებს და ადმინისტრაციულ ხარჯებს მოახმაროს“, – აღნიშნა აბესაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან