14:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 13:12:29, 829 ნახვა

რეგიონი
აჭარის მაღალმთიანეთში 16 აპრილს უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით და სამედიცინო დაწესებულებების მხარდაჭერით, 16 აპრილს, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში აქცია ხიხაძირის თემში გაიმართება. ადგილობრივებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს და კვლევებს შპს “ონკოლოგიური საავადმყოფო“-ს, შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“-ს და შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი“-ს ექიმები ჩაუტარებენ. პაციენტებს ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი და უროლოგი მოემსახურება.

შუახევის მუნიციპალიტეტში უფასო კონსულტაციები და კვლევები ზამლეთის თემში, შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010-ის“, შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის“ და შპს „ქ. ბათუმის სამშობიარო სახლის“ ექიმების მიერ ჩატარდება. მოსახლეობა ადგილზე მიიღებს ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ტრავმატოლოგის და უროლოგის სამედიცინო მომსახურებას.

ქედის მუნიციპალიტეტის მერისის თემში, უფასო სამედიცინო აქციას, შპს „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ექიმები ჩაატარებენ. კერძოდ; ლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, უროლოგი, პედიატრი, ფტიზიატრი, კარდიოლოგი, ალერგოლოგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი და ექოსკოპისტი .

უფასო სამედიცინო აქციები სამივე მუნიციპალიტეტში 11:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics