19:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-10 13:42:58, 515 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე: სინამდვილეში, გვასამართლებენ იმის გამო, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა

სინამდვილეში, გვასამართლებენ იმის გამო, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჯაფარიძემ განმარტა, მას საბოტაჟსა და მტრული სახელმწიფოებისთვის დახმარებას ედავებიან.

„ორი ბრალი არის ჩემს შემთხვევაში და არა მარტო - ჩემი, ხოშტარიას და ვაშაძის შემთხვევაში ორი ბრალია და სხვების შემთხვევაში ერთი. ერთ შემთხვევაში საუბარია საბოტაჟზე. ყველა პოლიტიკური ლიდერი აქ იქნება. საუბარია 2002 წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც ხდებოდა რუსთაველზე, რომ ჩვენ ვიყავით ამ ყველაფრის ორგანიზატორი. არაფერი აქვთ საქმეში სინამდვილეში. მთავარი მტკიცებულება რაც აქვთ, არის დაახლოებით 20-მდე პოლიციელის ჩვენება. „სინდისის პატიმრებისგან“ განსხვავებით, სადაც ეს პოლიციელები ვერავის ადებდნენ ხელს, ახლა გადააკეთეს ეს და დაახლოებით 20-მდე პოლიციელია, რომელიც ზღაპრებს ჰყვება, რომ ვითომ დაგვინახეს მე და ვიღაცები, ვითომ ხალხს მოვუწოდებდით - აბა, გავექანეთ ახლა და პარლამენტში შევარდით. რომ ვითომ იქით მამუკა, ბადრი და გახარია მოუწოდებდნენ, ცეცხლი წაუკიდეთ და ა.შ. ასეთი სიგიჟეები წერია. დაახლოებით 20-მდე პოლიციელის ჩვენებაა. ამის მიღმა რაც აქვთ, არის გაკეთებული ვიდეო და აუდიო-ჩანაწერები საჯარო შეხვედრებიდან. მე, ელენე ხოშტარია და ვაშაძე, სადაც საჯაროდ რაღაცებს ვყვებით. აქვთ ჩემი საზაფხულო ბანაკებიდან ჩანაწერებიც, რომელიც მანამდე „იმედმაც“ ატრიალა. სხვათა შორის, ჩანს იარაღიც, სადაც ჩვენ ჩვენი იდეოლოგიიდან გამომდინარე, ადამიანებს ვუხსნით, რატომ არის მნიშვნელოვანი იარაღის ტარების უფლების დაკანონება ქვეყანაში, რაც აშშ-ში, ძალიან ბევრ შტატში არსებობს. სიმძაფრისთვის ანახებენ, რომ აი, ნახეთო. ყველა იარაღი, რომელიც კადრში ჩანს, არის ლეგალური. ლეგალურად აქვთ ადამიანებს შეძენილი, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ვუხსნით და ვასწავლით ახალგაზრდებს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics