2025-06-16 15:48:53, 737 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის ცნობით, ირანის სარაკეტო გამშვების მესამედი გაანადგურეს
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ოთხდღიანი ოპერაციის ფარგლებში, ირანის კუთვნილი 120-ზე მეტი სარაკეტო გამშვები გაანადგურეს, რაც, მათი მტკიცებით, ირანელების რაკეტების საერთო რაოდენობის მესამედია
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა კვირა საღამოს 20-ზე მეტი მიწა-მიწა კლასის რაკეტა მანამდე გაანადგურა, სანამ მათ ისრაელის ტერიტორიისკენ გაუშვებდნენ.
დეფრინის თქმით, საჰაერო ძალებმა ირანის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ისპაჰანში, დაახლოებით 100 სამხედრო სამიზნეზე დარტყმისთვის 50-მდე გამანადგურებელი და თვითმფრინავი გამოიყენეს.
„ამ იერიშების დროს დარტყმები ერთდროულად 20-ზე მეტ რაკეტაზე, ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიისკენ მათ გაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე, განხორციელდა“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,