2016-03-14 12:35:39, 1133 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის მოქალაქეები ანკარაში აფეთქების შესახებ გააფრთხილეს
აშშ-ის მოქალაქეები ანკარაში აფეთქების შესახებ გაფრთხილებულები იყვნენ, - ამის შესახებ ინფორამციას "ლენტა.რუ" ავრცელებს. 2 დღით ადრე აშშ-ის მოქალაქეები შესაძლო აფეთქების შესახებ გააფრთხილეს. აღნიშნული ინფორმაცია 11 მარტს, თურქეთში ამერიკის საელჩოს ვებ-გვერდზე განათავსეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ანკარის ცენტრში კერძოდ კი ბახჩელიევლერის რაიონში, ტერაქტი სამთავრობო შენობებთან და საცხოვრებელ სახლებთან განხორციელდება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აშშ-ის მოქალაქეებს ზემოხსენებულ ტერიტორიაზე მისვლა არ ურჩიეს. საუბარი აგრეთვე უსაფრთხოების ზომების დაცვაზეც იყო. ცნობისთვის, აშშ-მ ჯერ არ დაადასტურა იყო თუ არა ეს გაფრთხილება ანკარაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებული. შეგახსენებთ, რომ ანკარაში აფეთქება გუშინ მოხდა. ინციდენტი ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. მომხდარს 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 125.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან