2016-03-07 23:35:03, 1190 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი შვედეთს აფრთხილებს: თუ შვედეთი NATO-ს შეუერთდება, რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს
რუსეთის ელჩმა შვედეთში, ვიქტორ ტატარინცევმა შვედურ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ შვედეთი ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანდება, რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს. რუსეთის ელჩის თქმით, ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში რუსეთს მოუწევს სამხედო კუთხით ცვლიბები გაატაროს. ტატირინცევა ამბობს, რომ ქვეყანამ, რომელიც ნატოს წევრი გახდება, უნდა იცოდეს რა რისკის ქვეშ დგება.
''პუტინმა ნათელი გახადა, რომ შვედეთის ამ გადაწყვეტილების შემთხვევაში რუსეთს მოუწევს სამხედრო კუთხით ცვლილებები გაატაროს. ქვეყანამ, რომელიც ნატოს წევრი ხდება უნდა იცოდეს რა რისკის ქვეშაც დგება'' - განაცხადა რუსეთის ელჩმა შვედეთში, ვიქტორ ტატარინცევმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან