13:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-07 16:59:32, 2208 ნახვა

კომენტარი
G7 - ოკუპანტები უკრაინულების მიმართ წამების, სიკვდილით დასჯისა და სექსუალური ძალადობის ქმედებებს ახორციელებენ

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინული მოსახლეობის მიმართ წამების, სიკვდილით დასჯისა და სექსუალური ძალადობის ქმედებებს ახორციელებენ.

G7-ის ქვეყნებმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდნენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალაქ ბუჩაში და უკრაინის სხვა რაიონებში, რომლებიც რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული, მშვიდობინი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევად იქნა შეფასებული.

ამასთანავე, G7-ის ქვეყნები აღნიშნავენ, რომ მზად არიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მეტი ფულადი და სამხედრო დახმარება გაუწიონ, რათა ქვეყანამ შეძლოს თავის დაცვა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ბუჩაში გენოციდი მოაწყვეს. 1-ელ აპრილს, მას შემდეგ რაც ქალაქი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, უკრაინელმა სამხედროებმა იქ მოკლული ადამიანების ცხედრები იპოვეს. გარდა ამისა, ზოგიერთ ცხედარს აღენიშნებოდა წამების კვალი.

ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების შემადგენლობაში შედიან: კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ. ორგანიზაციის წევრი იყო რუსეთიც, თუმცა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ წევრმა სახელმწიფოებმა გარიცხეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics