|
2022-03-26 20:45:37, 5895 ნახვა
სხვადასხვა
რუსეთის მარიონეტი ბიბილოვი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის დასახმარებლად სამხედროებს აგზავნის
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის დასახმარებლად სამხედროებს აგზავნის. ბიბილოვის მტკიცებით, "თუ ფაშიზმს არ ჩავახსობთ ახლა, მომავალში ის საფრთხეს შეუქმნის სამხრეთ ოსეთს". "ჩვენმა სამხედროებმა ძალიან კარგად იციან, რომ მიდიან რუსეთის დასაცავად, მიდიან ოსეთის დასაცავად. დაბრუნდით გამარჯვებულები და ცოცხლები", - აღნიშნა ე.წ. პრეზიდენტმა და სამხედროების გამგზავრების ვიდეო გამოაქვეყნა. Эхо Кавказа-ს ცნობით, რუსეთმა უკრაინაში საომრად გაგზავნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრები კონტრაქტორები, რომლებიც აქ მყოფ მე-4 გვარდიის სამხედრო ბაზაზე მსახურობდნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჯავშანტექნიკის გადაადგილების კადრები, რომლებშიც ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები ოკუპირებულ რეგიონს ტოვებდნენ. ზოგიერთ კადრში ჩანს როკის გვირაბიც. ინფორმაცია ფაქტობრივად დაადასტურა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა მარიონეტმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ, რომელსაც საკუთარ Telegram-არხზე ასევე ჰქონდა გამოქვეყნებული კადრები. "ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა გაანადგურონ ნაცისტები, რომლებიც საკუთარ ერს ატერორებენ. ისინი ძალიან მოტივირებულები არიან, ბევრ მათგანს ვესაუბრე. მიდიან, რათა ჩვენს ძმებზე შური იძიონ!". – დაწერა კოკოითიმ Telegram-ის არხზე.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)