13:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-12 13:43:40, 2793 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია - დღევანდელ მდგომარეობას მე-5 ტალღას ვერ დავარქმევთ, ჯერ მე-4 ტალღიდან ვერ გამოვედით

მე-5 ტალღას ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ ჩვენ მე-4 ტალღიდან ვერ გამოვედით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე, კოვიდ19-ის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა ,რომ საქართველოში ჯერჯერობით რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება.

„არაფერი შეზღუდვა არ იგეგმება. ახლა ჩვენთვის მთავარია ამ მერყეობის აქტიური მართვა. ამას მეხუთე ტალღას ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ ჩვენ მეოთხე ტალღიდან ვერ გამოვედით და არის გარკვეული მერყეობა, რაც უნდა მოგვარდეს იმ გზით, რომ ისევ დავუბრუნდეთ პირბადის აქტიურ გამოყენებას, სოციალურ დისტანცირებასა და რაც მთავარია, მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics