17:19 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 19:22:55, 10798 ნახვა

სხვადასხვა
რამდენად საშიშია ვარიკოზი?

დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ვარიკოზი.  ცხოვრების წესიდან გამომდინარე, დაავადება ხშირია როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. ხშირ შემთხვევაში, ვარიკოზს მხოლოდ გარეგნულ პრობლემად მიიჩნევენ, სინამდვილეში კი,  იგი უფრო სერიოზული პრობლემების გამომწვევი მიზეზიც შეიძლება  აღმოჩნდეს. ვარიკოზის დროული მკურნალობა გადამწყვეტი ფაქტორია დაავადების კონტროლისათვის.

 რა იწვევს ვარიკოზს?

ვარიკოზის გამომწვევი მიზეზი, როგორც წესი, ვენების სუსტი კედლები და სარქველებია. ადამიანის სისხლძარღვებში არის წვრილი, ცალმხრივი სარქველები, რომლებიც იხსნება, რათა მისცეს სისხლს გადინების საშუალება, შემდეგ კი იხურება, რათა თავიდან აიცილოს მისი უკან დაბრუნება.

ზოგჯერ ვენების კედლების დაჭიმვა და ელასტიურობის დაკარგვა იწვევს სარქველების შესუსტებას. სარქველების არასწორად ფუნქციონირებამ  კი , შეიძლება, გამოიწვიოს სისხლის გაჟონვა და უკან გადინება. ამ დროს სისხლი გროვდება თქვენს ძარღვებში, რის შედეგადაც ისინი იწყებენ შეშუპებას და გაფართოებას.

ბოლომდე არ არის გამოკვლეული მიზეზები, თუ რატომ ხდება ვენების კედლების დაჭიმვა და სარქველების შესუსტება. ზოგიერთ ადამიანს, შესაძლოა, აშკარა მიზეზების გამოც განუვითარდეს ვარიკოზი.

როგორ მკურნალობენ ვარიკოზს?

ვარიკოზის მკურნალობა, ხშირად, ორი მთავარი მიზნით ხდება:

  • სიმპტომების შემსუბუქება - თუ ვარიკოზი იწვევს ტკივილს ან დისკომფორტს;
  • გართულებების მკურნალობა - მაგალითად, ფეხის წყლულები, შეშუპება ან კანის გაუფერულება.

თუ მკურნალობა აუცილებელია, ექიმმა  პირველ რიგში, პაციენტს შეიძლება ურჩიოს მკურნალობის დაწყება სახლის პირობებში. ეს  მოიცავს:

  • კომპრესიული წინდების გამოყენებას ;
  • რეგულარულად ვარჯიშს;
  • დიდი ხნით ფეხზე დგომისაგან თავის არიდებას;
  • დასვენებისას დაზიანებული ადგილის სიმაღლეზე აწევას.

სად შევიძინოთ ვარიკოზის მოვლის საშუალებები?

ვარიკოზის მოვლის საშუალებების შეძენა შეგიძლიათ მაღაზიათა ქსელში „ახალი ხედვა“, სადაც წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხისა და ფართო ასორტიმენტის მქონე სამედიცინო პროდუქცია. მაღაზიათა ქსელში თქვენ საშუალება გაქვთ შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო და ამავდროულად შესაფერისი პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics