2020-05-05 13:39:47, 17713 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 ათასს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 250 ათასს გადააჭარბა. სტატისტიკური მონაცემები მზარდია რეგიონშიც.
რუსეთში კოვიდ19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 1300-ს გადააჭარბა. ბოლო დღე-ღამეში სიკვდილიანობის რიცხვი თურქეთში 64-ით გაიზარდა და ჯამში, 3400-ს მიაღწია.
ამერიკასა და ევროპაში ბოლო დღეებია, რაც ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები ნელ-ნელა იკლებს. შტატებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ19-ით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ს ჩამოცდა. ამასთანავე, ინტენსიუერ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების რიცხვი მცირდება საფრანგეთშიც.
რაც შეეხება ბრიტანეთს, დღემდე სიკვდილიანობის ყველაზე ნაკლები, 288 ფაქტი გამოვლინდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან