2020-05-01 23:32:20, 14368 ნახვა
ომი უკრაინაში
სოფელ მუშევანში, ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს COVID-19-ით ინფიცირებულის გადაყვანის უფლება არ მისცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ერთ-ერთ ოჯახში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, სამართალდამცავები და სოფლის რწმუნებული მივიდნენ, ოჯახის ახლობლებმა კი მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.
"იყო გარკვეული დაპირისპირება, თუმცა დეტალები - დაზიანებულია, ნაცემია თუ სხვა ინფორმაცია მე არ მაქვს. სოფელში ადგილობრივი საზოგადოება იყო ნასვამი და მოხდა რაღაც ინციდენტი. მეტი არაფერი ვიცი,"- აცხადებს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" თავმჯდომარის მოადგილე გოგი მეშველიანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,