2020-05-01 11:51:06, 14689 ნახვა
ომი უკრაინაში
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში წევს 8 პაციენტი. აქედან სამი არის სპონტანურ სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და რამდენიმე დღეში სხვა განყოფილებაშ გადავლენ.
„ამ ეტაპზე კლინიკაში არის 99 პაციენტი, აქედან ინფიცირებულია 81 შემთხვევა. ახალი შემთხვევა არ შემოსულა კლინიკაში. დღეს კოვიდის გარეშე ვწერთ 4 პაციენტს.
რეანიმაციულ განყოფილებაში წევს 8 პაციენტი. აქედან სამი არის სპონტანურ სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, ამიტომ რამდენიმე დღეში გადმოვლენ განყოფილებებში“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან