21:25 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 11:56:18, 8740 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - იტალიიდან სპეცრეისით ჩამოსული ქართველების ნაწილს ჩაუტარდათ ტესტირება, პასუხები ჯერ-ჯერობით უარყოფითია

10 მარტს, იტალიიდან სპეცრეისით ჩამოფრენილ 200 მგზავრის ნაწილს, ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზე, პასუხები ამ ეტაპზე უარყოფითია - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა.

მისი თქმით, დანარჩენ მგზავრებ ეტაპობრივად ჩაუტარდებათ ტესტირება.

"საავადმყოფოში იმყოფება პაციენტი, რომელსაც განმეორებითი ტესტირების შედეგად ორგანიზმში ვირუსის მცრე კონცენტრაცია უფიქსირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ვირუსმა დატოვა ორგანიზმი და გადაკონტროლება 2-4 დღის ინტერვალით მოხდება. უარყოფითი ან დადებითი პასუხის შემთხვევაში განმეორებით უნდა მივიღოთ იგივე პასუხი საბოლოოდ განკურნების დასადასტურებლად. 
იტალიიდან სპეცრეისით ჩამოსული ქართველების ნაწილს ჩაუტარდათ ტესტირება, პასუხები ჯერ-ჯერობით უარყოფითი", - განაცხადა მარინა ეზუგბაიაიმ.

რაც შეეხება საავადმყოფოს ყველაზე მცირეწლოვან პაციენტს, ეზუგბაია ამბობს, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"მინიმალური ჩივილებით არის ეს ბავშვი და ზოგადი მდგომარეობა მისი დამაკმაყოფილებელია. ზოგადად, ბავშვებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და იმედია, ასე გაგრძელდება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics